საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ნიკა რამიშვილი - ფერეიდნელი ქართველი

personuser access_time18-07-2019, 14:24


4 წელია თბილისში ცხოვრობს ნიკა რამიშვილი. საკუთარ ისტორიულ სამშობლოში რამდენიმედღიანი დამქანცველი მგზავრობის შემდეგ 2015 წელს ჩამოვიდა. მალევე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ირანში დაბრუნებაზე აღარც უფიქრია. იქ მხოლოდ დასასვენებლად ან ოჯახის წევრების მოსანახულებლად, მცირე დროით ჩადის და შემდეგ უკან - სამშობლოში ბრუნდება.

ნიკამ ქართულ-ხალხურ საკრავებზე დაკვრა საქართველოში, მეგობრის დახმარებით ისწავლა. მალევე შეიძინა ფანდური და მუდამ თან დააქვს. არცერთი მეგობრული შეკრება არ მთავრდება მისი ძარღვიანი სიმღერის გარეშე.



ნიკა 28 წლისაა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სამსახურის შოვნა გადაწყვიტა, რამდენიმე ადგილზე თარჯიმნის პოზიციაზე იმუშავა. ცოტა ხნის წინ კი, საკუთარი თარჯიმანთა ბიურო გახსნა და სტაბილური სამსახურიც გაუჩნდა. რაც მისი საქართველოში დარჩენის გარანტიაა.

ნიკა საქართველოში გაცნობილი მეგობრების - ირაკლის და ეთოს მეჯვარე და მათი შვილის ნათლიაა.



ავტორები: თათია გოგოლაძე; მამუკა მერებაშვილიскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია