გურამიშვილზე 21 წლის ბიჭის მკვლელობა ეჭვიანობას უკავშირდება? - რა მისწერა გუგა კოღუამ შალვა ტყემალაძეს საბედისწერო შემთხვევამდე

სტატიის ავტორი

გურამიშვილის 78-ნომერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მოტივი შესაძლოა ეჭვიანობა იყოს.,,ნიუპოსტისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის შალვა ტყემალაძის მკვლელობის საქმეში მოკლეტექსტური შეტყობინება დევს, რომელიც ახალგაზრდა ბიჭს გუგა კოღუამ გაუგზავნა.
კოღუა, რომელიც ტყემალაძის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე შალვას შეხვედრას სთხოვდა.

ერთ-ერთ მოკლულს ჭრილობა სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში ხოლო მეორეს, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

სასტიკი მკვლელობა თბილისში 2 დღის წინ, დახლოებით 20:00 საათზე მოხდა. საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე 2 ახალგაზრდის ცხედარი შაკო ტყემალაძის მამამ ნახა, რომელმაც არსებული ინფორმაციით კუთვნილი ბინის კარი გარედან, სათადარიგო გასაღებით გააღო.

ცნობილია, რომ კოღუამ და ტყემალაძემ ერთმანეთი საზღვარგარეთ გაიცნეს. ორივე მათგანი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, სამართალდამცავები ადგენენ ვის ეკუთვნის იარაღი, რომლითაც მკვლელობა მოხდა. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ იარაღი, მკვლელობის ადგილზე იპოვა.

скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх