შენ­მა დიდ­მა ძმამ ვერ და­გიც­ვა... - გურამიშვილზე მოკლული 21 წლის ბიჭის ძმის ემოციური პოსტი

სტატიის ავტორი

„ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ მო­ნა­წი­ლე თორ­ნი­კე ტყე­მა­ლა­ძე facebook-ის პი­რად გვარ­დზე გარ­დაც­ვლი­ლი ძმის შე­სა­ხებ წერს.

„ჩემო ერ­თა­დერ­თო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო, ჩემო პა­ტა­რა ძმაო, გთხოვ მა­პა­ტიო ყველაფერი, არ მინ­და ტი­რი­ლი, რად­გან შენ­თან ერ­თად ყოფ­ნა ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რი და სა­სა­ცი­ლო იყო... გთხოვ მა­პა­ტიო ეს ყვე­ლა­ფე­რი, შენ­მა დიდ­მა ძმამ ვერ და­გიც­ვა, ეს სი­ნა­ნუ­ლი კი შენ­თან შეხ­ვედ­რამ­დე გამ­ყვე­ბა... იმე­დი მაქვს შევხვდებით კიდევ... მა­ნამ­დე კი, მინ­და გი­თხრა - მიყ­ვარ­ხარ და სულ ვი­ა­მა­ყებ შე­ნით“, - წერს თორ­ნი­კე ტყე­მა­ლა­ძე.

თორ­ნი­კეს ძმა, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მოკ­ლუ­ლი შალ­ვა (შაკო) ტყე­მა­ლა­ძე იყო.


თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ორი ახალგაზრდა ბიჭი საცხოვრებელი ბინაში ერთ-ერთი მოკლულის მამამ იპოვა. შემთხვევა 24 ივლისს მოხდა. მომხდარი მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით ისევ უცნობია.

საქმეზე ჯერ დაკავებული არავინ არის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх