„სტერეო პლუსი“: ხვალ შესაძლოა „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „ერთსულოვნებას“ მაუწყებლობა შეუწყდეთ

სტატიის ავტორი

ციფრული ოპერატორის „სტერეო პლუსის“ ინფორმაციით, შესაძლოა 1-ელ აგვისტოს სამ არხს: „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„1-ელ აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე არ დაიფარება“, - წერია „სტერეო პლუსის“ განცხადებაში.

„სტერეო +“-ის დამფუძნებლის დავით ზილფიმიანის განმარტებით, მოსახლეობას, ვისაც სეტ ტოპ ბოქსი აქვს, აღნიშნული არხები გაეთიშებათ. ეს არ შეეხება საკაბელო ოპერატორებს. მისივე თქმით, სამივე ტელეკომპანიის დავალიანების ოდენობა ასეულობით ათას ლარს შეადგენს, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში დაგროვდა.

"სტერეო პლუსი" საქართველოს მასშტაბით ციფრულ მაუწყებლობას უზრუნველყოფს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх