საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,სისხლის გუბე იდგა, პატარა ბავშვს სახე არ უჩანდა. გადმოვარდა და ზედ დაეცა მანქანა" - კიდევ ერთი შემზარავი ავარია, გარდაცვლილია კიდევ ერთი არასრულწლოვანი

personuser access_time13-08-2019, 12:37


ერთი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.

გარდაცვლილია 17 წლის ლერი შარაშიძე. შემთხვევა ქობულეთის რაიონში 5 აგვისტოს მოხდა.

როგორც შსს-მ პრაიმტაიმს განუცხადა, ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც შარაშიძემ და ავტომანქანის მძღოლმა დაზიანებები მიიღეს.

მოზარდის ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, მან თავის მძიმე ტრავმა მიიღო.

,,გარდაცვლილი ბიჭი სოფელ ჭახატიდან იყო. როგორც ვიცი სამნი მგზავრობდნენ ამ მანქანით. სწრაფად არ მოძრაობდა მანქანა, უბრალოდ მოსახვევი იყო და ვერ დაინახა მძღოლმა ეს მოსახვევი და პირდაპირ გადავარდნენ ხევში. ლერი მანქანიდან გადმოვარდა და ზედ დაეცა ეს მანქანა როგორც ვიცი სისხლის გუბე იდგა, პატარა ბავშვს სახე არ უჩანდა." - აცახედებს ერთ-ერთი ადგილობრივი

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია