ნიკა გვარამია: მე თეთრი-თეთრში ვიხდიდი გადასახადებს, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა გადასახადების და გუნდისთვის ხელფასების გადახდა ერთდროულად

სტატიის ავტორი

“რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მიმართვას ტელევიზიებისადმი, რომ დაიწყონ დავალიანებების გადახდა და მივიდნენ შეთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას.

გვარამიას თქმით, მის მენეჯმენტს ივანე მაჭავარიანისთვის არაერთგზის ჰქონდა მიწერილი.

“ჩვენ ივანე მაჭავარიანისთვის არაერთგზის გვაქონდა მიწერილი წერილი. ჩვენს მენეჯმენტში არ არიან ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებებს. ჩვენ ვიხდიდით, სანამ ყადაღა არ დაგვედებოდა და ყადაღის პირობებშიც ვიხდიდით, თეთრი-თეთრში, გადასახადებს, რაც გვევალდებოდა. შეგახსენებთ, რომ ვინც მიჩივის იმისი ქმარი არ იხდიდდა გადასახადებს და ის იყო მაშინ დირექტორი, ხელისუფლებაც მისკენ იყო. მას გადასახადები არ გადაუხდია და მერე გაუნულეს. მე ვიხდიდი თეთრი-თეთრში ამ გადასახადებს, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა გადასახადების და გუნდისთვის ხელფასების გადახდა ერთდროულად. ამასთან დაკავშირებით, თავიდანვე გვქონდა წინადადება, რომ მოეხსნათ ყადაღა და ჩვენ გადავიხდიდით გადასახადებს, რაც არ მოხდა. ცხადია, ორს შორის არჩევანს ტელევიზიის სასარგებლოდ გავაკეთედით. გროვდებოდა ეს გადასახადები და საურავები, არაერთგზის მივწერეთ ფინანსთა მინისტრს, არ მახსოვს, მაშინ ვანო მაჭავარიანი იყო თუ მისი წინამორბედი”. – განაცხადა ნიკა გავრამიამ.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრის განცხადება ტელევიზიებს – “მაესტროს”, “იმედსა” და ‘რუსთავი 2-ს” ეხება.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх