თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის წილისყრა გაიმართა

სტატიის ავტორი

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გორის დილას ლეგენდარული ფეხბურთელის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის წილისყრა გაიმართა. შედეგების მიხედვით, გარდამავალი თასისთვის, ერთმანეთს 8-დან 11 სექტემბრის ჩათვლით 8 გუნდი დაუპირისპირდება. საფებურთო მარათონში 13 წლამდე ასაკის ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას.
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირმა 2004 წლიდან, ტრადიციული სახე მიიღო და ყოველწლიურად ტარდება, წელს კი, პირველად, საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა და ქართულ გუნდებთან ერთად, ლიეტუვის „ატეიტისიც“ ჩაერთვება.
საფეხბურთო მარათონის 8 მონაწილე გუნდი შემდეგნაირად გადანაწილდა:
8 სექტემბერი
„დილა“ გორი - „ატეიტისი“ ვილნიუსი
„ლოკომოტივი“ თბილისი – „ავაზა“ თბილისი
„დინამო ბათუმი“ – „საბურთალოს აკადემია“ თბილისი
„დინამო თბილისი“ – „რუსთავი“ რუსთავი

9 სექტემბერი
„ავაზა“ თბილისი – „დილა“ გორი
„ატეიტისი“ ვილნიუსი – „ლოკომოტივი“ თბილისი
„დინამო ბათუმი“ - რუსთავი“ რუსთავი
„საბურთალოს აკადემია“ თბილისი – „დინამო თბილისი“

10 სექტემბერი
„ავაზა“ თბილისი – „ატეიტისი“ ვილნიუსი
„დილა“ გორი - ლოკომოტივი“ თბილისი
„რუსთავი“ რუსთავი – „საბურთალო“ თბილისი
„დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისი“

რაც შეეხება ტურნირის ბოლო დღეს, 11 სექტემბერს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ფინალური მატჩი გაიმართება, ასევე, 11 სექტემბერს გაირკვევა მესამე ადგილზე გასული გუნდის ვინაობაც. ამასთან, გამოვლინდება ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი, მეკარე, მცველი და ნახევარმცველი. შესაბამის ნომინაციაში გამოვლენილი სპორტსმენები სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. აქვე გეტყვით, რომ ფინალურ შეხვედრაზე მისულ გულშემატკივარს, სტადიონზე, გორის „დილას“ ისტორიული ფოტოების გამოფენის ნახვაც შეეძლება. ჯგუფური თამაშები გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, ასევე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონსა და „ქართლის“ ბუნებრივსაფარიან მოედანზე გაიმართება.
საფეხბურთო კლუბი „გორი“, აღნიშნულ ტურნირს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და მერიის ფინანსური მხარდაჭერით ატარებს.


თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე,  თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის წილისყრა გაიმართა
скачать dle 12.1








0
თარიღი: 14-08-2019, 17:59
0
243

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх