საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


არ მივცემთ სააკაშვილ-ბოკერიებს იმის საშუალებას, რომ ლგბტ-ტერორისტებით აყაჩაღებდნენ ქვეყანას – ინაშვილი

personuser access_time14-08-2019, 18:22


“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს წერს და აცხადებს, რომ სააკაშვილი-ბოკერიასა და მათ მხარდამჭერებს ქართველი ხალხისა და საქართველოს დაყაჩაღების საშუალებას არ მისცემს.

“მიტინგები არა თუ არ შეწყდება, სექტემბრიდან ჩვენ გავზრდით საპროტესტო აქციების ინტენსივობას და, ცხადია, არ მივცემთ სააკაშვილ-ბოკერიებს იმის საშუალებას, რომ თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერებითა და ლგბტ-ტერორისტებით აყაჩაღებდნენ და ატერორებდნენ ქართველ ხალხსა და საქართველოს.

მივმართავ პოლიტიკურ პროცესს მოწყვეტილ ადამიანებს, – გახდით ჩვენი მხარდამჭერები!

მივმართავ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, – დაგვიდექით გვერდში!

მივმართავ ხელისუფლებაში მყოფ ჯანსაღ ადამიანებს, – ვიმოქმედოთ ერთად და ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა!

და ბოლოს, მივმართავ აშშ-სა და ევროპის საქართველოში მოქმედ ინსტიტუტებს,- დაუდექით გვერდში ქართველ ხალს და უარი თქვით სააკაშვილ-ბოკერიების მფარველობაზე!”, – წერს ინაშვილი.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია