ვუთხარი, წყლის რეზერვუარი ჰყვება იქით და თუ შეიძლება არ შემოღობოთთქო და კი ბატონოო - გორის საკრებულოს წევრი ოკუპანტებს შეხვდა

სტატიის ავტორი

რუსებს ვთხოვე, წყლის რეზერვუარი არ შემოეღობათ და კი ბატონო არ შევღობავთო... არ გადამიზომია, მაგრამ ალბათ 30 მეტრით იქნებიან გადმოსული - ეს განცხადება, გორის საკრებულოს წევრმა გააკეთა. მერაბ მახარაშვილი გუგუტიანთკარში, ოკუპანტებს შეხვდა. მახარაშვილის თქმით, მან რუს ჯარისკაცებს სთხოვა სადემარკაციო ხაზი ისე გაავლონ, რომ ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე სარწყავი არხი არ მოხვდეს. მერაბ მახარაშვილის თქმით მან ოკუპანტებისგან თანხმობა მიიღო.

„მე ვუთხარი, წყლის რეზერვუარი ჰყვება იქით და თუ შეიძლება არ შემოღობოთ რომ ხალხმა ისარგებლოს ამით მეთქი. და კი ბატონოო. არ შევღობავთო,“-განაცხადა მერაბ მახარაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ ჩადიან ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები, მერაბ მახარაშვილი აცხადებს რომ სოფელში მელიორაციის სამსახურიდან იყვნენ მისულები რაც მის შეფასებით საკმარისია.

გუგუტიანთკარში მიმდინარე საოკუპაციო პროცესმა სოფლის შუაგულში გადაინაცვლა. რკინის ბოძები რუს სამხედროებს სატვირთო მანქანებით გადააქვთ. მოსახლეობა იძულებულია დაშალოს საკუთარი სახლები და დატოვოს ტერიტორია. ხალხი შველას ითხოვს.

გუგუთიანთკარში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩავიდნენ. ისინი სოფელში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას თვალს ადევნებენ.

რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყეს თუმცა რამდენიმე დღით სამუშაოები შეაჩერეს. დღეს დილიდან კი ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი განაახლეს და ბოძები დამონტაჟება დაიწყეს.

არავინ იცის რა ნაწილი მოექცევა უკანონო საზღვრის მიღმა. შეიარაღებული ოკუპანტები პირბადეებით გადაადგილდებიან.ადგილზე სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх