სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტებმა 30 წლის მამაკაცი აიყვანეს

სტატიის ავტორი

სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტებმა კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ოჯახის წევრებმა გატაცების დეტალები არ იციან.

როგორც სუს-ში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, 30 წლის სოსო დვალიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

„გავიგე, რომ საზღვართან ახლოს იყო და წაიყვანეს და პირველი შემთხვევა არ არის ჩვენი სოფლიდან, პირადად, მამაჩემიც იყო რამდენიმე წლის წინ გატაცებული,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

rustavi2.geскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх