დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 35 წელი შეუსრულდებოდა

სტატიის ავტორი

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. გმირს 35 წელი შეუსრულდებოდა.

ოჯახის წევრებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მის საფლავზე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს. მის შვილებს კი გადაეცათ საქართველოს რუკა, სადაც ანწუხელიძის სახელობის მწვერვალის კოორდინატებია მონიშნული. IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх