ოთხი დღე ვიყავი შვებულებაში- გორის მერი სოფელ ახალუბანში ჩავიდა

სტატიის ავტორი

გორის მერმა შვებულება დაასრულა და სოფელ ახალუბანში ჩავიდა, სადაც ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახს შეხვდა. მისი განცხადებით ის მხოლოდ 4 დღე იმყოფებოდა შვებულებაში.

იგი აცხადებს, რომ დასასვენებელად იმყოფებოდა და ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში მხოლოდ დღეს ჩავიდა. მისი თქმით, შვებულებაში მას შემდეგ გავიდა, რაც გუგუტიანთკარში 7 აგვისტოს შემდეგ ვითარება დამშვიდდა.

თავზარაშვილის თქმით, პირადად მისი არყოფნით არაფერი დაშავებულა, რადგან ადგილზე მუდმივად მუშაობდა მისი მოადგილე და წარმომადგენელი და ოფიციალურ სტრუქტურებს მუდმივად მიეწოდებოდათ ინფორმაცია.

„სად ვიყავი ამდენ ხანს, ამას იმნაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჯერჯერობით, ყველაზე მთავარია ეს 7 ბიჭი, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლიდან ახალუბნიდან გაიტაცეს რუსებმა და გადაიყვანეს იქით მხარეს, ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ ესენი, რაც შეიძლება მალე დავუბრუნოთ თავის სახლებს. ამისთვის ყველაფერი კეთდება, ჩართულია შესაბამისი ორგანოები, ჩართულია მთავრობის ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველაფერი კეთდება, რომ ძალიან მალე დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს“, - ამბობს თავზარაშვილი.

მერი გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებსაც ეხმაურება.

„რაც შეეხება გუგუტიანთკარს, აქაც ყველა ჩართულია, მეც ყველანაირი ინფორმაცია მქონდა ამის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებენ, რომ მიაწვდინონ ხმები ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ეს უკანონო ქმედება ჩვენს ტერიტორიაზე ოკუპანტების, რომლებიც ყოველდღიურად წევენ ამ საზღვრებს აქეთ,“ - განაცხადა თავზარაშვილმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх