ქეთევან ციხელაშვილი გატაცებული მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ

სტატიის ავტორი

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკანონოდ დაკავებული პირები მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდნენ, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი უწყების გავრცელებული კომენტარიდან ირკვევა, რომ გატაცებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, გუშინ და დღეს ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურდა.

ქართული მხარის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ამ პირების გათავისუფლება გახლავთ. ასევე, ინფორმირებული არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები, რათა საერთაშორისო თანამეგობრობაც მობილიზებული იყოს და საოკუპაციო რეჟიმზე ზეწოლა გაძლიერდეს.

ეს უკანონო დაკავება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის გაუმართლებელი და ძალიან მტკივნეულია, არა მხოლოდ კონკრეტული ოჯახებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. მით უფრო, იმ ფონზე, როცა წინა დღეების განმავლობაში ჩვენ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის ეპიზოდი გვქონდა.

ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ამძიმებს ფონს როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ.

ცხელი ხაზით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი იქნება ის, რომ ისინი გათავისუფლდნენ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

17 აგვისტოს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. სოფლის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასულები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ფაქტს ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობა უწოდეს. მათი განცხადებით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх