რისკენ მოიწევს საოკუპაციო ხაზი - რა არის კრემლის მთავარი სამიზნე

სტატიის ავტორი

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოკუპანტები არანაირ პრინციპს არ ეყრდნობიან. მათი ლოგიკა და მიზანია, მიახლოება საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტთან, ანუ გორი-თბილისის მაგისტრალთან, რადგან ბაქო-თბილისი-სუფსას ნავთობსადენი უკვე, ფაქტობრივად, დაიკავეს.

"მგონია, რომ რუსი ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი სამხედრო პლაცდარმის შექმნას ჩვენს შიდა ტერიტორიაზე", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ რუსი ოკუპანტების მიერ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება და გუგუტიანთკარის ტერიტორიაზე „საზღვრების" გადმოწევა.

რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართვების გადმოწევის შედეგად სოფელი გუგუტიანთკარი ორად გაიყო და ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს დარჩენილმა ოჯახებმა სახლები დატოვეს. მათ საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანეს, მანამდე კი ომის დროს დაზიანებული საცხოვრებლები საკუთარი ხელით დაშალეს.

ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს.

ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსწი ოკუპანტების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქაოტურია და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს არანაირი გეგმა და ლოგიკა არ გააჩნიათ - უბრალოდ, გაცხოველებული ტემპით ცდილობენ ტერიტიროების გაფართოებას.

„როგორც ვუკვირდები ოკუპაციის გეოგრაფიას, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, თითქოს, ისინი არანაირ პრინციპს არ ეყრდნობიან. ადრე იყო საუბარი იმაზე, რომ ოკუპანტები მისდევდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქის საზღვრებს, რომელიც დადგენილი იყო საბჭოთა პერიოდში. შემდეგ, სააკაშვილის დროს, თითქოს და, 2007 წელს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებს. მაგრამ ახლა ისეთი აზრი მიჩნდება, რომ ყოველგვარი ლოგიკის გარეშე ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავებას.

„ჩემი აზრით, მათი ლოგიკა და მიზანია, მიახლოება საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტთან, ანუ გორი-თბილისის მაგისტრალთან. როგორც ჩანს, საუბარი იმაზეა, რომ ისინი ამ ტერიტორიასთან რაც შეიძლება ახლო მისვლას ცდილობენ იმ ტერიტორიიდან, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას და იქიდან აპირებენ ამის გაფართოებას.

„საუბარია იმავე ხურვალეთიდან - იგოეთის, ახალგორის მონაკვეთამდე არსებულ ტერიტორიებზე, რათა რამენაირად მეტი ტერიტორია დაიკავონ და ჩამოიჩოჩონ შემოდგომში სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, მოახერხონ ამ მაგისტრალის გადაკეტვა. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მე პირადად, შეიძლება ვცდები და მინდა კიდეც, რომ ვცდებოდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ ესაა მათი ლოგიკა", - დასძენს ის.

ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ოკუპანტებს უკვე დაკავებული აქვთ ბაქო-თბილის- სუფსას ნავთობსადენი და შემდეგი სამიზნე, სავარაუდოდ, გორი-თბილისის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაგისტრალი იქნება:

„ფაქტობრივად, მათ ბაქო-თბილისი-სუფსას ნავთობსადენი დაიკავეს. ერთ სტრატეგიულ ობიექტზე მოახდინეს გავლენა და ხელში ჩაიგდეს ეს ორკილომეტრიანი მილსადენი, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე გამოუსადეგარია.

„მეორე კი ისაა, რომ თბილისი-გორის მაგისტრალის მიმართ აქვთ გაცხოველებული ინტერესი. ეს მათი სამხედრო ტაქტიკური ქმედებები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, მათ უფრო იოლად მოახდინონ საქართველოს დემორალიზება და პარალიზება, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით.

„პუტინმა 2006 წელს განაცხადა, რომ მას ჰქონდა შემუშავებული საქართველოსთან ომის სამხედრო გეგმა, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა აამოქმდა თავისი სამხედრო მანქანა. მგონია, რომ რუსი ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი სამხედრო პლაცდარმის შექმნას ჩვენს შიდა ტერიტორიაზე", - განმარტა ვახტანგ მაისაიამ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх