ტრაგიკული ავარია - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

სტატიის ავტორი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 წლის კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავარიას ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ემსხვერპლა. მისი ავტომობილი სოფელ გიზასკენ მიმავალ გზაზე გადაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх