ხანძარი ლაგოდეხში - ადგილზე 9 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

სტატიის ავტორი

ხანძარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს მოედო.

ხანძარი დასახლებასთან ახლოს არ არის, ამიტომ, საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების საშიშროება არ დგას.



როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ხანძრის ლოკალიზების მიზნით ადგილზე 9 სახანძრო მანქანა მუშაობს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх