ავარიის შემდეგ ტაქსის მძღოლს სცემეს - დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავთ

სტატიის ავტორი

ბათუმში, შარაბიძეების ბენზინგასამართ სადგურთან ავტოავარია მოხდა, BMW-ს მარკის ავტომანქანას ტაქსი შეეჯახა - ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელები" წერს.

თვითმხილველების თქმით, BMW არასწორად მოძრაობდა და ტაქსის მძღოლმა ვერ მოახერხა მანქანის დამუხრუჭება. შეჯახების შემდეგ, BMW-დან გადმოსული პირები სასტიკად გაუსწორდნენ ტაქსის მძღოლს.

ტაქსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთი პირი შარაბიძეებიდან მუცლის დახურული დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებულია, როგორც შს სამინისტროს, ისე ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის ვიდეო კამერები. შემთხვევას არაერთი თვითმხილველი ჰყავს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაშავებულმა მძღოლმა განაცხადა, რომ ავარიის შემდეგ, საპატრულო პოლიციის შემთხვევის ადგილზე მისვლამდე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შესაბამისად მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх