საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ახალგაზრდების ოჯახებს შიდა ქართლის გუბერნატორი ხვდება

სტატიის ავტორი

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ახალგაზრდების ოჯახებს შიდა ქართლის გუბერნატორი ხვდება. ,,დიანიუსის" ჟურნალისტის ცნობით, გიორგი ხოჯევანიშვილი საოკუპაციო ხაზთან ცოტა ხნის წინ ჩავიდა. რეგიონის პირველი პირი ოჯახის წევრებს დახმარებას დაჰპირდა და განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების გასათავისუფლებლად სახელმწიფო მაქსიმალურად არის ჩართული.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. სოფლის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასულები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ფაქტს ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობა უწოდეს. მათი განცხადებით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ახალგაზრდების ოჯახებს შიდა ქართლის გუბერნატორი ხვდება
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх