"ტვ პირველს" ვერ წაიღებთ... სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება" - ვატო წერეთელი მამის ბრალის წარდგენაზე

სტატიის ავტორი

"ტვ პირველის" დამფუძნებელი და მფლობელი ვატო წერეთელი მამის, ავთანდილ წერეთელის მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენას ეხმაურება.

ვატო წერეთელის თქმით, ხელისუფლება სამი წელია ცდილობს მასზე ზეწილას თუმცა, არაფერი გამოუვათ.

"მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაჟანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით ?! კიდევ ერთხელ გეუბნებით - ტვ პირველს ვერ წაიღებთ ! ვრჩებით გავლენების მიღმა - მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა - ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.

P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.

ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა" - წერს წერეთელი სოციალურ ქსელში.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх