"ავთანდილ წერეთელი წარდგენილ ბრალდებას აბსურდად მიიჩნევს" - ადვოკატი

სტატიის ავტორი

ხაზარაძე ჯაფარიძის საქმე - ავთანდილ წერეთელის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში არ იმყოფება და პროკურატურაში თავად გამოცხადდება.

კახა წერეთელის თქმით, ბიზნესმენი ბრალდებას აბსურდად მიიჩნევს.

„ბრალდება არის აბსურდული და აბსურდად მიიჩნევს თავად ავთანდილ წერეთელიც. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და პროკურატურაში მე გამოვცხადდები. რას უკავშირებს ავთო წერეთელი მისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, ამაზე ალბათ თავად ისაუბრებს, მაგრამ რაც შეგვიძლია ვგთქვათ, ეს არის, რომ ბრალი არის აბსურდული" - აღნიშნა ადვოკატმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელის მიმართ გამოტანილია დადგენილება მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх