საოკუპაციო ზოლიდან გატაცებული ახალგაზრდა გათავისუფლებულია

სტატიის ავტორი

საოკუპაციო ზოლთან, გუშინ გატაცებული 24 წლის ახალგაზრდა გათავისუფლებულია. ინფორმაციას ადასტურებენ სუს-ში.

სუს-ის ცნობით, გიორგი ზანგურაშვილი ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„უკანონო დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული პირი უკანონო პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა და იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე", - აცხადებენ სუს-ში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზანგურაშვილი სოფელ არცევთან დააკავეს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх