საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


პატრიარქი გორში სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონას ოჯახს სამძიმარს უცხადებს

personuser access_time27-10-2018, 18:10
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, გორში მოკლული 8 წლის გოგონას ოჯახს სამძიმარს უცხადებს. წერილი საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

,,ამ ფაქტმა შეძრა არა მარტო გორი, არამედ მთელი ქვეყანა. ვფიქრობთ, ეს ისეთი შემთხვევაა, რომლის შემდეგად რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას საზოგადოების დაცულობის ასამაღლებლად, ძალადობის ასალამაგდ, მომავალი თაობის დასაცავად. მაგრამ პირველ რიგში რათქმაუნდა მინდა გამოვხატო თქვენდამი თანაგრძნობა და ამასთან, გითხრათ, რომ თქვენი შვილიცოცხალია. დარწმუნებული ვარპატარა ნანა ღვთის სასუფევლის მკვიდრი გახდა და იგი უფლის წინაშე თავისი ლოცვებით შეგეწევათ განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ თქვენც და სხვებსაც ღმერთმა დაგლოცოთ და ურყევი რწმენით აღგავსოთ. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ნანას უკვდავი სული." - აღნიშნულია საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

25 ოქტომბერს წმინდაწყლის დასახლებაში, დაკარგული 8 წლის გოგონა გადარცვლილი იპოვეს.
ოჯახის წევრების თქმით, გოგონა დღის 15:00 საათზე გაუჩინარდა და მის კვალს მოზარდის ოჯახის წევრები ამ დრომდე ეძებდნენ.


ბავშვის ცხედარი გორის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, სავარაუდოდ, ის მოკლულია.


წმინდაწყლის დასახლებაში საძიებო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.



პატრიარქი  გორში სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონას ოჯახს სამძიმარს უცხადებსავტორი: შოთიკო სადაღაშვილიскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია