ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩორჩანა-წნელისის რაიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სტატიის ავტორი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩორჩანა-წნელისის რაიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისიის თქმით, თანამშრომლები ჩორჩანა-წნელისის რაიონში 24-საათიან რეჟიმში რჩებიან:

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები სიტუაციის მონიტორინგისა და დაძაბულობის განმუხტვის მიზნით 24-საათიან რეჟიმში, მუდმივად იმყოფებიან ადმინისტრაციულ საზღვართან ჩორჩანა-წნელისის რაიონში.

დღეს მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმა სიტუაციის შეფასების მიზნით აღნიშნული რაიონი დაათვალიერა. მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარეს შორის ინფორმაციის გასაცვლელად და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად.“ - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх