"შეხვედრის დასაწყისშივე დავაფიქსირეთ, რომ საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს არ განვიხილავდით" - ერგნეთში IPRM-ის ტექნიკური შეხვედრა გაიმართა

სტატიის ავტორი

ევროკავშირისა და ეუთო-ს შუამავლობით, IPRM-ის ფარგლებში, დღეს ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები განიხილეს.

იმის დასადასტურებლად რომ გუშინ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საოკუპაციო რეჟიმის უპოლოტო საფრენი აპარატი სხვა დრონზე შეჯახების გამო ჩამოვარდა და არა ცეცხლსასროლი იარაღის სროლის შედეგად, ქართული მხარის წარმომადგენლებმა ნივთმტკიცებად სწორედ ჩამოვარდნილი დრონი წარადგინეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის კვალი არ ეტყობა.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის თქმით, ქართულმა მხარემ შეხვედრის დასაწყისშივე დააფიქსირა პოზიცია, რომ საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხის განხილვა არ მოხდებოდა:

„შეხვედრის დასაწყისშივე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ჩვენ არ განვიხილავთ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს. მიუხედავად პოზიციების სხვადასხვაობისა, შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. ხაზი გაესვა აუცილებლობას, გადაიდგას ნაბიჯები ადგილზე ვითარების დეესკალაციისთვის. შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა.

დავაფიქსირეთ, რომ წნელისთან არის არაპროპორციული გადაადგილებები. სტანდარტული საგუშაგო წარმოუდგენელია, რომ იყოს რაიმე საფრთხის შემცველი მოსახლეობისათვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სიტუაციის დეესკალიზაციისთვის საჭიროა კეთილი ნება, ეს სწორად მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი სახის არაპროპორციული მოძრაობა ძაბავს ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ, მზად ვართ ჩავატაროთ იმდენი შეხვედრა, რამდენიც საჭიროა სიტუაციის დეესკალაციისთვის.“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх