ვითარება საოკუპაციო ხაზზე - ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა დახმარებითვის რუსეთს მიმართა

სტატიის ავტორი

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საზღვარზე შექმნილ ვითარებათან დაკავშირებით დახმარებისთვის რუსეთს მიმართა.
ცხინავლის მარიონეტული რეჟიმი რუსეთის დუმას სთხოვს, „ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, შეიმუშაოს ერთობლივი პოზიცია, რომელიც უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოებას და საზღვრის დაცვას. საუბარია წნელისთან ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობაზე“ - ნათქვამია მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიმართვაში, რომელიც მათ რუსეთის დუმას პარასკევს გაუგზავნეს.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა სპუტნიკი ავრცელებს. მიმართვაში ნათქვამია, რომ ინციედენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატი წარუმატებელია ქართული მხარის დესტრუქციული პოზიციის გამო.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირს, რომლი სადამკვირვებლო მისია მოლაპარაკების პროცესში არის ჩართული, უარს აცხადებს აღებული ვალდებულებების შესრულებაზე იმ გარანტიათა უზრუნველყოფის საკითხში, რომელიც ძალის გამოუყენებლობის პრინციპს უკავშირდება.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх