,,ოკუპანტები გადაადგილდებიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და გეზი აღებული აქვთ ქართული საგუშაგოს მიმართლებით"

სტატიის ავტორი

,,ოკუპანტები გადაადგილდებიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და გეზი აღებული აქვთ ქართული საგუშაგოს მიმართლებით" - ამის შესახებ მოძრაობის „ძალა ერთობაშია" ლიდერმა დავით ქაცარავამ ,,dianews"-თან საუბრისას განაცხადა. საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანასთან მიმდნარე ვითარების შესახებ ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა 1130 მეტრში, პირველი საგუშაგო გააკეთეს, შემდეგ კი 250 მეტრით წინ წაიწიეს.

დავით ქაცარავა ,,dianews" -ის ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, რომ სოფელ აბანოში, საოკუპაცი ძალის წარმომადგენლების ერთ-ერთი სამიზნე დოლომიტის საბადოა, რომელიც მათ პრიორიტეტში უკვე შეტანილი აქვთ.

„ოკუპანტები პირველად შემოიჭრნენ 1130 მეტრზე, იქ პირველი საგუშაგო გააკეთეს, შემდეგ უკვე 250 მეტრით წინ წაიწიეს, სადაც გამართეს მეორე საგუშაგო. ისინი მუშაობენ და ტყეში გზას ჭრიან. სავარაუდ მათი მიმართულება აღებულია ჩვენი ქართული საგუშაგოს მიმართ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ტალკის საბადოსთან მდებარეობს. თუ ისინი არ გაჩერდებიან, მათი მიმართულებაა ჩვენი საგუშაგოსკენ. საბოლოო ჯამში ის რუკა, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ , ის მოიქცევს ჩვენს საგუშაგოს საოკუპაციო ხაზს შიგნით.

„სოფელ აბანოში, რომელიც წნელისის მოპირდაპირედაა, სადაც დოლოვიტის საბადო მდებარეობს, არ გაგვიკვირდება, რომ ისინი ამ მიმართულებითაც დაიძრან, ვინაიდან დოლომიტის საბადო ოკუპანტებისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს. მათ ეს საბადო შტანილი აქვთ თავიანთ პრიორიტეტების ნუსხაში.

„ამ წუთას მიმართულება აღებულია აქვთ და სამუშაოებს აწარმოებენ ქართული საგუშაგოს მიმართულებით. ჩვენი პირველადი შეფასებით, ხაშურის რაიონის ტერიტორიები დაახლოებით უკვე 300 ჰექტრამდე ფაქტიურად წაღებული აქვთ და ოკუპირებული. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად არ დაგვიკარგავს, ეს ხაშურის რაიონის ტერიტორიებია, რომლებიც არასოდეს შედიოდნენ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში", - აცხადებს ქაცარავა.

скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх