რას შეიცავს და როგორ შევარჩიოთ ყიდვისას ხარისხნიანი ხორცი

სტატიის ავტორი

ხორცი ჩვენი საკვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი კვებითი ღირებულება, უპირველესად, იმით განისაზღვრება, რომ სრულფასოვან ცხოველურ ცილებს და ცხიმებს, ასევე, ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს.
გარდა ცხიმებისა და ცილებისა, ხორცში მრავლადაა ექსტრაქტული ნივთიერებები, რომლებსაც კვებითი ღირებულება თითქმის არ გააჩნია, მაგრამ ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ამას გარდა, ხორცი ფოსფორის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (B1 B2 B6 B12 B3).
სითბური დამუსავებისას ხორცის მასა დაახლოებით 30%-ით მცირდება. 1კგ უმი ხორცისგან მოხარშვის შემდეგ დაახლოებით 700გრ რჩება. ხარშვისას ხორციდან გამოიყოფა ექსტრაქტული ნივთიერებებბი, მინერალური მარილები, ვიტამინები, წყალში ხსნადი ცხიმები.
ხორცი ორგვარი სახით იიყიდება: ასაწონი და დაფასოებული, ახალი ან გაყინული. ეცადეთ, იყიდოთ დაფასოებული ეტიკეტიანი ხორცი, სადაც აღნიშნული უნდა იყოს პროდუქტის დაფასოების დრო, შენახვის ვადა და მწარმოებლის მისამართი; ხოლო თუ ხორცს ბაზარში ყიდულობთ მოითხოვეთ სერთიფიკატი.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх