მაფიოზური მმართველობა და საქმის გარჩევა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში - კალაძემ ხაზარაძის სკანდალურ განცხადებაზე ჟურნალისტები ივანიშვილთან გადაამისამართა

სტატიის ავტორი

მაფიოზური მმართველობა და საქმის გარჩევა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში - მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე კომენტარს, რომ ე.წ. ქურდულ გარჩევას ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ერთად, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდა და მას საქმე გაურჩიეს, "ქართულ ოცნებაში" გაურბიან.
პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს თემით დაინტერესებული ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილთან გადაამისამართა:
"არ ვიცი... ვერ გეტყვით, ფაქტები, ფაქტები. ჰკითხეთ ბატონ ბიძინას. მორჩით..." - განაცხადა კალაძემ.
ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქმის გარჩევის შედეგად, მან ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გამოიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროს ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარის თავმჯდომარის პოზიციასაც კი არ იკავებდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх