"პროკურატურას გამოსავალი არ აქვს უნდა აღიაროს, რომ ეთერში გამოჩენის უფლება მაქვს" - ნიკა მელიას გამაფრთხილებელ ოქმზე ხელი მოაწერინეს

სტატიის ავტორი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ლიდერი ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც მას გამაფრთხილებელ ოქმზე ხელი მოაწერინეს.

მელიას თქმით, სატელევიზიო ეთერში გამოჩენით მას არ დაურღვევია აღკვეთის ღონისძიების პირობები და უწყებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ისევ აპირებ ყველა ტელევიზიაში მისვლას, სადაც საჭიროდ ჩათვლის.

“მივიღე გაფრთხილება, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მკაცრი ღონისძიება იქნება ჩემს მიმართ გამოყენებული. ეს არის პატიმრობა. მე იქვე დავაფიქსირე საბოლოო პოზიცია, რომ ყველა ტელეეთერში მისვლას ვაპირებ. პროკურატურას სხვა გამოსავალი არ აქვს, უნდა აღიაროს, რომ ამის უფლება მაქვს, როგორც დეპუტატს ან დამაკაოს. მე მაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, ვესაუბრო ამომრჩეველს, მათ შორის, ვიარო სატელევიზიო ეთერებში" - აღნიშნა მელიამ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх