რესტორან "ქალაქურის" გამწოვში ხანძარი გაჩნდა

სტატიის ავტორი

რესტორან "ქალაქურის" გამწოვში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ზ. გამსახურდიას სანაპიროზე, რესტორან "ქალაქურის" სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ.

ცეცხლი ჰაერის გამწოვ სისტემას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა რეაგირება დროულად მოახერხეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე-მაშველი.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх