"ტოქსიკური ძალა ხართ... ძალიან აუტანლები გახდით" - ცქიტიშვილი ოპოზიციას

სტატიის ავტორი

"ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრებს დაუპირისპირდა და მათ "პოლიტიკური ტოქსიკური ძალა" უწოდა.
„პროდასავლურობა და პროევროპულობა არ გამოიხატება იმ სწორხაზოვნებაში და პრიმიტიულ, პოლიტიკურ აზროვნებაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ. არამედ გამოიხატება იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც ამ ქვეყანაში და თუნდაც ამ პარლამენტში არის. თუნდაც იმაში, რომ თქვენი ატანა გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ძალიან აუტანლები გახდით, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია, თუნდაც ანტიდასავლური"- თქვა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარემ ადრე სახელი დაარქვა - ტოქსიკური ძალა.

"ზუსტად რომ პოლიტიკური ტოქსიკური ძალა ხართ და ყველაზე გულწრფელ პროტესტსაც კი ამახინჯებთ. არ ვართ იდეალურები, ძალიან ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული 7-8 წლის განმავლობაში. ეს შეცდომები ჩვენი შეცდომებია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ყველა ის პროტესტი, რომელიც ჩვენს მიმართაა წარმოქმნილი, რომელიც შეიძლება ძალიან ლეგიტიმური და გულწრფელი იყოს, თქვენ დაამახინჯეთ და აქციეთ მანიპულირების იარაღად, რომელიც თითქოს თქვენ გაძლევთ პოლიტიკურ ქულებს, რაც, საბოლოო ჯამში, თქვენი ფრუსტრაციით დამთავრდება. თქვენ რეალურად დამთავრდებით, არა იმიტომ, რომ თქვენ დაგამთავრებთ ვინმე, არამედ პოლიტიკურად დამთავრდებით. ღმერთმა დაიფაროს საქართველო თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის განმეორებისგან. ეს ასევე ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, იმიტომ, რომ ჩემთვის თქვენ ერთი ძალა ხართ, უბრალოდ, განსხვავებული ელფერი შეიძინეთ, ცდილობთ, ერთმანეთს გაემიჯნოთ, მაგრამ ვერ გაემიჯნებით, თქვენ ერთი პოლიტიკური დანაშაულის ნაწილები ხართ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх