პროკურატურამ მკვლელობისთვის მსჯავრდებული 3 პირის შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სტატიის ავტორი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მკვლელობისთვის მსჯავრდებული 3 პირის შეწყალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх