ეკა ბესელია პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე ზარდიაშვილისა და მათიკაშვილის კავშირზე საუბრობს

სტატიის ავტორი

დამოუკიდებელმა დეპუტატი ეკა ბესელია გამოკითხვაზე შესვლამდე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, გამოძიებას იმ დეპუტატების გვარებს მიაწვდის, რომლებიც „პირად გავლენებს საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის იყენებენ“.

"საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით, რაც ეხება საკუთარი სტატუსის გამოყენებას და უკანონო კავშირს სასამართლოს წარმომადგენლებთან"- აცხადებს ბესელია.
დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილისა და დავით მათიკაშვილის გვარები ახსენა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ამ საქმესთან ხედავს თუ არა ამ გვარების კავშირს, დეპუტატმა უპასუხა, რომ კავშირს ხედავს და ფაქტებიც აქვს.

„კი, პირდაპირ კავშირს ვხედავ და ამის ფაქტები მაქვს. შეუძლებელია, რომ ეს ვერ დაადგინო. რა დროც არ უნდა დასჭირდეს, დარწმუნებული ვარ, რომ თავის დროზე ამას სახელი დაერქმევა.

კარგია თავისთავად ფაქტი, რომ ამ განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო იმიტომ, რომ ჩემი ეს განცხადება მიჩნეული იქნა საყურადღებოდ. არ ვიცი რა დროში, მაგრამ დაწყებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა შესაძლოა გამოავლინოს ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მძიმე ფაქტები, როგორიც არის ადამიანის პირად სივრცეში ჩარევა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იქამდე, ვიდრე დღევანდელი პროცედურა არ დასრულდება.



მე რა თქმა უნდა, თავს უფლებას არ მივცემ გავასაჯაროვო ინფორმაცია, რომელიც მე გამანდეს და ეხება სხვის პირად სივრცეს, მაგრამ რაც საჭიროა ამ ტიპის პრევენციული ქმედებისთვის, რომ დაცული იყოს ზოგადად ნებისმიერი ადამიანის პირადი სივრცე, ამისთვის შემიძლია გარკვეული ნაბიჯები გადავდგა და ვისაუბრო საგამოძიებო ორგანოსთან. ვისაუბრებ კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით, რაც ეხება საკუთარი სტატუსის გამოყენებას და უკანონო კავშირს სასამართლოს წარმომადგენლებთან, რისი საშუალებითაც პირადი ინტერესების ლობირება ხდება.



პარლამენტის წევრი არ შეიძლება ლობირებდეს საკუთარი ოჯახის წევრს და უკანონოდ იყენებდეს საკუთარ მდგომარეობას იმისთვის, რომ საკუთარი თუ ოჯახის წევრების მატერიალური და ანგარებით მიზნების რეალიზება მოახერხოს. ამას ჰქვია ზეგავლენით ვაჭრობა. ჩვენ იმისთვის არ ვართ პარლამენტში, რომ საკუთარი ინტერესების რეალიზება მოვახდინოთ. გამოძიებას მივცემ შესაძლებლობას საგამოძიებო არეალი გაშალოს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх