საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარით დაფინანსდება.

სტატიის ავტორი

2020 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან კვლავ გაგრძელდება სასულიერო განათლებაში რამდენიმე მილიონი ლარის დახარჯვა. მომავალ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო კვლავ მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. საპატრიარქო მიღებული 25 მილიონიდან თითქმის 23 მილიონს ამ მიმართულებით დახარჯავს.

2019 წელს სახელმწიფო მოქალაქეების სასულიერო განათლებაში 23 მილიონს ხარჯავს
დაფინანსება ასე გადანაწილდა:

სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტი — 14 738 000 ლარი;
ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი — 645 000 ლარი;
ააიპ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრი — 1 768 000 ლარი;
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი — 870 000 ლარი;
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი — 1 945 000 ლარი;
საქართველოს საპატრიარქოს ააიპ ტბელ აბუსელიძის სახელობის უნივერსიტეტი — 1 505 000 ლარი;
ააიპ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრი — 500 000 ლარი;
ააიპ ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსარებელი ცენტრი — 653 000 ლარი.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. საპარლამენტო კომიტეტებში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დარგების მიხედვით განიხილავენ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх