საზარელი შემთხვევა - 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

სტატიის ავტორი

წყალტუბოში 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ემიგრანტმა დედამ, რომ ფაქტი შეიტყო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

​„კარგი მოსწავლე იყო. ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა. დედა ხშირად საზღვარგარეთ იყო, მამა რუსეთში ცხოვრობდა. ოჯახმა სახლში იპოვა ფურცელი, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო. მას დაწერილი ჰქონდა გარდაცვალების რიცხვი. 13 ნოემბერს აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი“,- განაცხადა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх