სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

სტატიის ავტორი

მარიამი 16 წლის იყო, პირველად გინეკოლოგთან რომ მივიდა. ექიმმა არ გასინჯა და უთხრა, რომ არასრულწლოვანი კონსულტაციაზე მშობელთან ერთად უნდა მისულიყო. იმ დღის მერე კლინიკაში აღარ წასულა. სიმპტომები დაგუგლა, თავად დაისვა დიაგნოზი, შემდეგ ინტერნეტში სხვადასხვა ფორუმზე იკითხა, ამ დიაგნოზით რა წამლებს სვამდნენ სხვა გოგოები და თავადაც ის მედიკამენტები იყიდა.

პრობლემა დროებით მოუგვარდა, მაგრამ არ გამქრალა - მდგმარეობა პერიოდულად ისევ უმწვავდებოდა. დედასთან ერთად გინეკოლოგთან მისვლაზე არც უფიქრია, რადგან სახლში ისიც კი არ იცოდნენ, რომ შეყვარებული ჰყავდა. ზუსტად არ იცოდა, რა რეაქცია ექნებოდათ მშობლებს და სიმართლის თქმის შეეშინდა. ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე: storybuilder.jumpstart.ge

მასალები მომზადდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის (DRL) მიერ დაფინანსებული „დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ პროექტის ფარგლებში, რუბრიკით Georgia+ .скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх