"მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა" - მამუკა ხაზარაძე

სტატიის ავტორი

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს ჟურნალისტებმა კიდევ 12 წევრის წარდგენის შემდეგ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკის შესახებ ჰკითხეს.

ხაზარაძის თქმით, ინფრასტურუქტურის სისტემაში კორუფციაა და ტენდერები გამჭირვალედ არ ტარდება.

"მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ. შეიძლება ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ივანიშვილს ჰგონია, ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მე მას ვურჩევ, რომ მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოთ, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოთ კერძო კომპანიებს, თუ რა სახის კორუფციაა ინფრასტრუქტურის სისტემაში. ტენდერები არ ტარდება გამჭირვალედ“ - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх