სკანდალური შეწყალებები - დიმიტრი გაბუნია, ანგი ხუციშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი როკურატურაში იმყოფებიან

სტატიის ავტორი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან.

ცნობისთვის, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ ხმაურიანი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პატიმართა შეწყალების საკითხი მასთან სამსახურეობრივად კავშირში არ არის და ამაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. როგორც გაბუნია აცხადებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, რომელსაც თავისი კურატორი ჰყავს და ეს სწორედ ანგი ხუციშვილია.

გაბუნიასვე თქმით, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თვეების განმავლობაში შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში იღებდა მონაწილეობას.

„არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, თვეების განმავლობაში იყო დაკავებული თავიდან ბოლომდე ამ სიის შედგენით. მიბრძანდება ეს ადამიანი გამოძიებაში“- თქვა გაბუნიამ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх