ექსპერტი ნიკა ჩიტაძე - " რუსეთმა თავად უნდა მოიხადოს ბოდიში"

სტატიის ავტორი

„საქართველოს პრეზიდენტსა და მთლიანად ქართულ სახელმწიფოს არ აქვს ბოდიში მოსახდელი ” _ ასე აფასებს DIANEWS -თან საუბრისას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე რუსეთის დუმის სპიკერის, იაჩესლავ ვოლოდინის განცხადებას , რომელშიც ის აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან მან რუსეთს აგრესორი უწოდა.

ჩიტაძის შეფასებით, რუსეთმა თავად უნდა მოიხადოს ბოდიში , რადგან სწორედ რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა.
„ბუნებრივია საქართველოს პრეზიდენტს და მთლიანად ქართულ სახელმწიფოს არანაირი ბოდიში არ აქვს რუსეთისთვის მოსახდელი. პირიქით, ბოდიში რუსეთს აქვს მოსახდელი.
სწორედ რუსეთი გახლავთ აგრესორი ქვეყანა. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ყველანაირად ცდილობს, რომ თავი მშვიდობისმყოფელ ქვეყნად წარმოაჩინოს.
რაც შეეხება აგრესორ ქვეყანას, არსებობს შესაბამისი საერთასორისო კონვენციები. მაგალითად, გაეროს გენერალური ანსამბლეის 33/14 რეზოლუცია აგრესიის შესახებ, სადაც 74 წელს მიღებული რეზოლოცია განისაზღვრა, რომელშიც განმარტებულია თუ რა არის აგრესია . არსებობს პირდაპირი და ირიბი აგრესია. რუსეთი 90- იან წლებში ახორციელებდა ირიბ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტის შემთხვევაში და 2008 წელს განახორციელა პირდაპირი აგრესია. ამიტომაც სწორედ რუსეთმა უნდა მოუხადოს ბოდიში როგორც საქართველოს, ასევე უკრაინასა და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას.“ _ განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რუსეთის მხიდან კონკრეტული ხისტი ნაბიჯების გადადგმა, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრეზიდენტი ბოდიშს არ მოიხდის ჩიტაძე განმარტავს, რომ მსგავსი ნაბიჯები რუსეთის მხრიდან სისტემატიურად მომდინარეობს და ახლაც არის მოსალოდნელი.
მისივე თქმით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, რათა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დაცული იყოს.
„ხისტი ნაბიჯები რუსეთის მხრიდან ისედაც მიმდინარეობს.
რაც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ოკუპირებული რეგიონების სიახლოვეს. რომელიც უკავშირდება საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, უკავშირდება ახალი ბლოგპოსტების მშენებლობას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, უკავშირდება რუსეთის მუქარას, რომ შეიძლება ჩაკეტოს ბაზარი ქართული პროდუქციისთვის და ასევე მან აკრძალა ფრენები.
აგრესორს უნდა ეწოდოს აგრესორი, სხვა გზა ამ შემთხვევაში არ არსებობს. თუმცა აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, რათა საქართველოს სუვერენიტეტი მაქსიმალურად იყოს დაცული“,_ ამბობს ნიკა ჩიტაძე.
გარდა ამისა, პოლიტოლოგი DIANEWS -სთან საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის როლის გაძლიერებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რუსეთი ნეგატიური, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში აქტიური მოთამაშე არის. თუმცა, მისი სამხედრო პოტენციელი აშშ- სთან შედარებით გაცილებით სუსტია.


„რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები არ არის ეფექტური.
გაიზარდა რუსული გაზის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე. მაგალითად, 2018 წელს დაახლოებით 200 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა ევროპის ბაზარზე.
ასევე, საყურადღებოა მისი ჩარევა სირიის საკითხებში.
რადიკალურ მოძლიერებას არ აქვს ადგილი მაგრამ გარკვეულწილად შეიძება ითქვას, რომ რუსეთი ნეგატიური მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში აქტიური მოთამაშე არის. თუმცა მისი სამხედრო პოტენციელი აშშ- სთან შედარებით გაცილებით სუსტია“ _ აღნიშნავს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინიმ ტელეკომპანია “როსია 24“-თან ინტერვიუსას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი სიტყვები უნდა უარყოს და ბოდიში მოიხადოს.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე - "  რუსეთმა თავად უნდა მოიხადოს ბოდიში"скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх