საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა

personuser access_time30-10-2018, 14:01
გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, ნებიერიძის ბრალდებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლიც. ეს მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე 16 წელს მიუღწეველთან, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

"მტკიცემულებაა იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. მყარი მტკიცებულებები არსებობს, რომ დაუმძიმდეს ბრალი. გამოძიება გრძელდება, ვსწავლობთ და ვამოწმებთ კონკრეტულ ფაქტებს , მათ შორის 14 წლის წინანდელ ფაქტსაც", - თქვა კახა საბანაძემ.

თავდაპირველად გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო.

8 წლის ბავშვი 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.

დაკავებულის დედის ინფორმაციით, მისმა შვილმა 9-წლიანი სასჯელი მოიხადა და საპატიმრო 9 თვის წინ დატოვა.

იაგო ნებიერიძის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს ასევე ადვოკატი მამუკა ნოზაძე. მისი თქმით, 11 წლის ბიჭი, რომლის გატაცების საქმეშიც ნებიერიძე ფიგურირებდა, დღემდე გაუჩინარებულია.

8 წლის გოგოს დღეს დაკრძალავენ.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია