გორელი ბიჭები, რომლებიც ხილით და ბოსტნეულით სავსე ყუთს ყოველდღე ტოვებენ ქუჩაში შეჭირვებული ადამიანებისათვის

სტატიის ავტორი

გორელი ბიჭები ყოველდღე, ხილ-ბოსტნეულით სავსე ყუთს ქუჩაში ტოვებენ. გადამდები სიკეთის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალქე ნუგზარ ჩხიკვაძე წერს: ჩემი სახლის სადარბაზოსთან გორელ ახალგაზრდებს ხილბ-ბოსტნეულის მაღაზია აქვთ გახსნილი.

გუშინ, სახლში შედარებით გვიან დავბრუნდი. მაღაზია დაკეტილი იყო, კარების წინ კი ერთი ყუთი იდგა ხილით და ბოსტნეულით სავსე. თან სხვადასხვა ხილ-ბოსტნეული ეწყო ყუთში. ყველაფერი საღი იყო. გამიკვირდა. მეუღლემ მითხრა, ყოველ საღამოს ასეაო. ამ დილას ვკითხე ბიჭებს, ყუთი იდო და ხომ არ დაგრჩენიათ-მეთქი. არაო, ასე ვტოვებთო. თან მორიდებულად მკითხა - აღარ დავტოვოთო? - პირიქით, მაგარი ბიჭები ხართ მეთქი! ხომ ხვდებით, რატომ ტოვებენ? გული გამითბა!скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх