სირიაში ამერიკელები ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს აგზავნიან

სტატიის ავტორი

GUARDIAN-ის ინფორმაციით, აშშ გეგმავს ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის გაგზავნას სირიაში ნავთობის საბადოების დასაცავად.

აშშ-ის ჯავშანტექნიკის განლაგების სავარაუდო ლოკაცია იქნება კონოკოს ბენზინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია დეირ-ეზ-ზორის რეგიონში. სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდა შეტაკება 2018 წლის თებერვალში ამერიკელ შეიარაღებულ ძალებს, რუს დაქირავებულ მებრძოლებსა და სირიის სამთავრობო ძალების მხარდამჭერ ბოევიკებს შორის, რა დროსაც ასეულობით რუსი და სირიელი ჯარისკაცი განადგურდა ამერიკული ავიაციისა და არტილერიის კორდინირებული მოქმედების შედეგად.

FOX NEWS-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, ტანკებს სირიაში ამერიკული ძალები ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ბაზებიდან გადმოისვრიან.

TWITTER-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ არასდროს დაუშვებს სირიის ნავთობის საბადოები, ჩავარდნენ ISIS-ის მებრძოლების ხელში.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх