"ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენლების დაკავება არის ძალიან პროვოკაციული მოქმედება" - ქეთევან ციხელაშვილი

სტატიის ავტორი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი განაცხადა ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლების დაკავებას პროვოკაციულ ქმედებად აღიქვამს.

"მინდა, ცალსახა შეფასება მივცე ამ ფაქტს. როდესაც ხდება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების შეფერხება თუ დაკავება რამე ფორმით, ეს არის ძალიან პროვოკაციული მოქმედება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლის ოქტომბრიდან არის განთავსებული და მას მანდატით აქვს გათვალისწინებული საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოქმედება. ამიტომ მათი შეკავება, მათთვის მუშაობაში ხელის შეშლა და მით უმეტეს, ამაზე გარკვეული განცხადებების გაკეთება ცალსახად პროვოკაციულია. ახალგორის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვა უამრავი ადამიანისთვის, ახალგორელებისთვის, მაგრამ არამხოლოდ, ხაზგასმით ვამბობ, რომ ცხინვალის რეგიონში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა და მათი უფლებების ძალიან უხეში დარღვევა. ამიტომ, როგორც ქართული მხარისთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისათვის ამ საკითხის მოგვარება, ანუ გადასასვლელის უპირობოდ გახსნა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ასევე დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება" - აღნიშნა ციხელაშვილმა.

ეს მასალა წარმოადგენს ადრინდელი ფაქტის გაგრძელებას, იხილეთ წინა სტატიაскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх