გორში ავარიის შედეგად 9 წლის ბავშვს ამნეზია დაემართა - როგორია დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სტატიის ავტორი

გორში, მშვიდობის გამზირზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ,,დიანიუსს" ,,გორმედში" განუცხდაეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, დედა-შვილს შესაბამისი გამოკვლები უკვე ჩაუტარდა, დედა გაწერეს ბინაზე, ხოლო 9 წლის მოზარდი საავადმყოფოს ხვალ დატოვებს.


„ ცხრა წლის მოზარდი მკურნალობას ,,გორმედის" ქირურგიულ დეპარტამენტში გადის. მოზარდი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის საავადმყოფოს ხვალ დატოვებს. რაც შეეხება ბავშვის დედა ის უკვე გაეწერა ბინაზე" - აცხადებს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ მაისურაძე ,,დიანიუსთან" საუბრისას

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გორში გუშინ მოხდა. ერთმანეთს ,,ნისანის" და ,,აუდის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ,,გორმედში" გადაიყვანა. შემთხვევის შედეგად დაშავებულ მოზარდს დროებითი ამნეზია დაემართა, თუმცა ექიმების დახმარებით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მოზარდი თავს კარგად გრძნობს.


მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх