,,ორი ადამიანი მძიმედ იყო, ერთი კი სასწრაფო რომ მივიდა უკვე გვამი დახვდა. ალბათ დიდი სისწრაფით მოჰქროდა '' - კიდევ ერთი შემზარავი ავარია დილით მოხდა

სტატიის ავტორი

ავარია თბილისში მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა მკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა.

მაღალი სისწრაფით მოძრავმა ავტომობილმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს, შემდეგ კი მეორე ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებული საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

,,საშინელება იყო, ალბათ დიდი სისწრაფით მოჰქროდა და ხეს იყო შეჯახებული მანქანა. სასწრაფო რომ მოვიდა ორი ადამიანი წაიყვანეს, ერთი კი გვამი დახვდათ" - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх