სინოდის გავლენიანი წევრი, მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის სხდომას არ დაესწრება

სტატიის ავტორი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის ხვალინდელ სხდომას არ დაესწრება. ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა თავად განაცხადა.

სასულიერო პირის თქმით, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საზეიმო ცერემონია იმართება, რომლის ფარგლებშიც პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) მიენიჭება საპატიო დოქტორის წოდება.

"ამ მოვლენის გამო, რასთან დაკავშირებითაც აქ იმართება ღონისძიება, უბრალოდ შეუძლებელი ხდება ჩემი დასწრება სინოდის სხდომაზე. რა თქმა უნდა, ამის გამო ძალიან ვწუხვარ. რომ შემძლებოდა, აუცილებლად დავესწრებოდი და დავაყენებდი საკითხებს. თუმცა, ეს საკითხები არის სინოდზე დასაყენებელი და არა - ასე საჯაროდ. ამის აუცილებლობა და საჭიროება რომ არსებობდეს, ალბათ ვიტყოდი, არ გავჩერდებოდი. თუმცა, ეს არის საკითხები, რომელიც იქ უნდა დავსვათ"- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე შეიძლება თუ არა სინოდის სხდომაზე იყოს დაყენებული მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძისა და უკრაინის ავტოკეფალიის საკითხები მაღალმა იერარქმა თქვა:

„საერთოდ, უცნობია, რა საკითხები იქნება სინოდის წინ. დღის წესრიგს, რომელიც წინდაწინ არსებობს ხოლმე, ვეცნობით მხოლოდ უშუალოდ სინოდის სხდომაზე კათოლიკოს- პატრიარქისგან, იმის კვალდაკვალ, რომელ საკითხს დააყენებს. მანამდე ჩვენთვის უცნობია საერთო საკითხების ნუსხა, თუ რა უნდა გავიაროთ“, - აღნიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх