პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა

სტატიის ავტორი

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა- ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა განუცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.

წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ ის წმინდა სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან უსამართლოდ განმაყენა“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლობა ამხილა. პეტრე ცაავამ ასევე თქვა, რომ "ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის".скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх