​ქვეყანა სისხლიანი, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, ქუდზე კაცი! – ია მეტრეველი

სტატიის ავტორი

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, რომელიც სამართალს დღემდე ეძებს, აცხადებს, რომ ​ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და საზოგადოებას ერთსულოვნებისკენ მოუწოდებს.

“ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნების მეორე ტურზე. მე გპირდებით, რომ ქვეყანაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება”, – განაცხადა ია მეტრეველმა დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბოლო ბრძოლა, რომელშიც ქართველმა ხალხმა უნდა დიდი პროცენტით უნდა გაიმარჯვოს. არჩევნების შემდგომ კი მწვავე მოთხოვნები ექნება “ხიბლში შესული” მმართველი პარტია “ქართული ოცნებისა” და მისი ხელისუფლების წევრების მიმართ.

შვილმოკლული დედის აზრით, შეცდომების მიუხედავად, არსებული ხელისუფლების მათ წინამორბედთან შედარება არ შეიძლება, რადგან ბოლო 6 წლის განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ხალხისთვის.

“ეს არის ჩვენი მთავარი ბრძოლა. შემდეგ უკვე ნამდვილად სხვანაირად მოვთხოვთ პასუხს ხელისუფლებას. ხელისუფლება მზად არის ამისთვის. მათ გააცნობიერებს დაშვებული შეცდომები, ის, რომ ხიბლში იყვნენ ჩავარდნილნი და ხალხის ხმა აღარ მისდიოდა მანამდე. თუმცა იმ მთავრობის და ამ მთავრობის შედარება ნამდვილად არ შეიძლება. გავიხსენოთ ბევრი სიკეთე, რაც გაკეთდა ამ ხელისუფლების დროს. რამდენი ადამიანი გადარჩა, რამდენმა გაიკეთა უფასო ოპერაციები, რომელიც 20 და 25 ათასები ჯდებოდა. პირად მაგალითს გეტყვით. ჩემს დედას სამწუხაროდ მოუწია ერთი თვე რეანიმაციაში ყოფნა, სადაც ღამე 800 ლარი ღირდა. სახელმწიფო დაზღვევა რომ არ ყოფილიყო, სახლი უნდა გამეყიდა და ისე გადამეხადა ეს თანხა. ვერსაიდან მოვიტანდი ამდენ ფულს. ამიტომ, ნუ დავივიწყებთ ყველაფერს, უმადურობა ყველაზე დიდი დანაშაულია, ბევრი სიკეთეც მოიტანა ამ ხელისუფლებამ და ნუ შევადარებთ ამ დროს და იმ დროს ერთმანეთს. ამათ აქვთ შეცდომები, მაგრამ არა ისეთი დანაშაულები, რაც ნაციონალებმა ჩაიდინეს. შეცდომის გამოსწორება შეიძლება, დანაშაული უნდა დაისაჯოს. ეს არის ამ და ყოფილ ხელისუფლებებს შორის განსხვავება”, – განაცხადა ია მეტრეველმა “მთავარში“.скачать dle 12.1








0
თარიღი: 31-10-2018, 15:46
0
1 139

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх