მეუფე იაკობს მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა

სტატიის ავტორი

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე იაკობის შესახებ კომენტარი გააკეთა . მისი თქმით, მეუფემ სინოდის სხდომაზე შენდობა ითხოვა და მას მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა.

წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ ის წმინდა სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან უსამართლოდ განმაყენა“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლობა ამხილა. პეტრე ცაავამ ასევე თქვა, რომ "ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის".

8 ოქტომბერს მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. მანამდე, 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх