მანქანა, სადაც სამი მე-12 კლასელი იჯდა, ჯერ ბოძს, შემდეგ ხეს შეეჯახა - ერთი მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა

სტატიის ავტორი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ჩხორიის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, „ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მათ კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх